AI, ფაგები, აგროტექნოლოგიები – საქართველოს ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულებები განისაზღვრა

AI, ფაგები, აგროტექნოლოგიები – საქართველოს ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულებები განისაზღვრა

საქართველოს 3 ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტი (AI), ფაგები და აგროტექნოლოგიები განისაზღვრა. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე აღინიშნა, ეს მიმართულებები საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა.

უფრო დეტალურად კი GITA-ს 10 წლის ანგარიშის სამომავლო გეგმებში ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტების საქართველოში შექმნის შესაძლებლობას მისცემს ასე გამოიყურება:

  1. ხელოვნური ინტელექტი – დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე შეუძლებელია გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრდება. საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე – განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.
  2. ფაგები – ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციის თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს ფაგების მიმართულებით.
  3. აგროტექნოლოგიები – ამ სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც ქართველი ფერმერების პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

 

რაც შეეხება GITA-ს სამომავლო გეგმებს და ახალ ინიციატივებს:

 

  • საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები;
  • ასევე დამატებით განისაზღვრება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ, თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით;
  • ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავალო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე;

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…